განათლება
სამცხე-ჯავახეთში სამი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
სამცხე-ჯავახეთში სამი საჯარო სკოლა სწავლას დისტანციურად აგრძელებს. კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ახალციხის ერთ და ადიგენის ორ სკოლაში გაკვეთილები ონლაინ ჩატარდება. 

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკლასო ოთახებიდან ონლაინ გადაინაცვლეს ქალაქ ახალციხის N1, ადიგენის სოფელ არლისა და სოფელ ენთელის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
| Print |