განათლება
რომელი სკოლები გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტის  ხუთ საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. ამის გამო, საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. 

ახალციხის მუნიციპალიტეტში ონლაინ გაკვეთილები ტარდება ახალციხის N1 და N6 საჯარო სკოლებში. ადიგენის მუნიციპალიტეტში სწავლას დისტანციურად აგრძელებს სოფელ არლისა და სოფელ ენთელის საჯარო სკოლები. სასწავლო პროცესი ონლაინ მიმდინარეობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის სკოლაში. 

ნაწილობრივ დისტანციურ სწავლებაზე რეგიონში ორი სკოლაა გადასული - ქალაქ ბორჯომის N3 და დაბა ახალდაბის საჯარო სკოლები. აქ ზოგიერთ კლასს გაკვეთილები ონლაინ უტარდება. 

შეგახსენებთ, რომ პირველი თებერვლიდან ახალციხის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. მას შემდეგ, გაკვეთილების დისტანციურად ჩატარება ვალეს და ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლას მოუწია.

| Print |