განათლება
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ხვალიდან, 29 აპრილიდან, უნივერისტეტის ორივე კორპუსში მეცადინეობები დისტანციურად ჩატარდება. უქმი დღეების დასრულების შემდეგ, 13 მაისიდან განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით მიიღებენ გადაწყვეტილებას.

,,ინფიცირებულს სიცხემ გუშინ აუწია, დღეს უკვე გაიტესტა და კოვიდდადებითი აღმოჩნდა. მკურნალობას სახლში განაგრძობს და თავს კარგად გრძნობს" - აცხადებს უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 1-ლ მარტს, ჰიბრიდული მეთოდით განახლდა. შესაბამისად, ლექციებისა და სემინარების ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კი აუდიტორიებში ტარდებოდა.
| Print |