განათლება
ახალციხის პირველ ბაგა-ბაღში კორონავირუსი დაფიქსირდა
ქალაქ ახალციხის #1 საბავშვო ბაგა-ბაღის 280 აღსაზრდელი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ბაღში კორონავირუსი ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა. მასთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან გადასული. 

"ხუთშაბათამდე ჩატარდება ყველას ტესტირება და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, როდის აღდგება სასწავლო პროცესი", - ამბობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მარინა მერაბიშვილი. 

მუნიციპალიტეტის დანარჩენ საბავშვო ბაღებში სწავლა ჩვეულებრივ გრძელდება.
| Print |