განათლება
COVID19-ის გამო, სამცხე-ჯავახეთში ექვსი სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა
სამცხე-ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში, საჯარო სკოლების ნაწილი დისტანციურ სწავლებაზეა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში კორონავირუსი დაფიქსირდა.
გაკვეთილები ონლაინ ტარდება ახალციხის ორ - ქალაქ ახალციხის N5 და სოფელ აწყურის საჯარო სკოლებში;

ბორჯომის სამ - სოფელ ყვიბისის, სოფელ ანდეზიტის და ქალაქ ბორჯომის #3 სკოლებში;

ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლაში.

Covid19-ის დაფიქსირების გამო, დისტანციურ სწავლებაზეა ახალციხის #1 ბაგა-ბაღი.

| Print |