განათლება
ქართულის გამოცდაზე ახალციხეში 13 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
დღეს, 1-ელ ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, ახალციხის საგამოცდო ცენტრში, პირველ და მეორე სესიაზე 312 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, თუმცა 13 მათგანი არ გამოცხადდა.

საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის გელა ინასარიძის თქმით, არ დაფიქსირებულა წესების დარღვევის ან გამოცდიდან მოხსნის ფაქტი.

ახალციხის #1 სკოლაში მისული 299 აბიტურიენტიდან ტემპერატურა არც ერთ პირს დაფიქსირებია. იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტს სიცხე ექნება, ის გამოცდას იზოლირებულად, ცხელების ოთახში ჩააბარებს.

ეროვნული გამოცდები ხვალ, 2 ივლისს ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება.
| Print |