განათლება
დაგვიანების გამო, აბიტურიენტი ზოგადი უნარების გამოცდაზე არ შეუშვეს
დღეს, 19 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ზოგადი უნარების საგნით გაგრძელდა. ახალციხის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 370 აბიტურიენტიდან 36 აპლიკანტი არ გამოცხადდა.

ახალციხის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის განცხადებით, დაგვიანების გამო ერთი აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაუშვეს.

1-ლი ივლისიდან დღემდე, დამხმარე მასალის, ე.წ. „შპარგალკის“ გამოყენების გამო, ახალციხეში ორი აპლიკანტი გამოცდიდან მოხსნეს. სამ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა და მათ საშუალება მიეცემათ გამოცდა თვის ბოლოს ჩააბარონ.

ხვალ, 20 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის ლიტერატურისა და ფიზიკის საგნით გაგრძელდება, მასწავლებლები კი გამოცდას სახვით ხელოვნებაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ჩააბარებენ.

| Print |