განათლება
ფაკულტეტები, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფასოა
2021 – 2022 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები (ე.წ. უფასო ფაკულტეტები) უკვე დამტკიცდა.

ჯერ ცნობილი არ არის რომელ მათგანზე რამდენი ადგილია გამოყოფილი, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია ამის შესახებაც გამოქვეყნდება.

სამინისტროს მიერ დამტკიცებული სიის მიხედვით, სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგი ფაკულტეტებია უფასო: 

  • ისტორია,
  • ქართული ფილოლოგია,
  • ინგლისური ფილოლოგია,
  • დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ინტეგრირებული პროგრამა,
  • ეკონომიკა,
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები,
  • აგრონომია,
  • ეკოლოგია,
  • საჯარო მმართველობა,
  • ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

ცნობილია, რომ პროგრამული დაფინანსების მიღებაზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი უფლებამოსილია 659 250 ლარით.
| Print |