განათლება
ახალციხელ ბადრი კაპანაძეს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
ქალაქ ახალციხის, №1 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგს ბადრი კაპანაძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო. 2021 წელს ეს სტატუსი ახალციხეში მხოლოდ ბადრი კაპანაძეს აქვს. 

ბადრი კაპანაძე 46 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, აქედან 40 წელი ახალციხის #1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელია. დამსახურებული მასწავლებლის წოდებაც ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლების საქმეში შეტანილი წვლილისათვის მიიღო.

ფოტო: ახალციხის მერიის ფეისბუკ გვერდი
| Print |