გავაცნოთ ევროკავშირი სკოლებს – ევროკავშირის დღეების ფარგლებში დღეს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალციხის სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალური თამაში ,,რა ? სად? როდის?” და ფლეშმობი გამართეს.
წიგნებითა და სიგელებით დააჯილდოვეს ესეების და პოსტერების კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდებიც. ახალციხეს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებიც სტუმრობდნენ, რომლებმაც ევროინტეგრაციის შესახებ საინფორმაციო სახის შეხვედრა სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის გამართეს, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა კი ნატოსა და ევროკავშირის თემატიკის წიგნებით განაახლეს. ევროკავშირის დღეები ახალციხეში 8 მაისს დაიწყო. მის ფარგლებში ახალციხის ყველა სკოლის მოსწავლესა და სტუდენტებს, საინფორმაციო სახის ტრენინგები ჩაუტარდათ. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ევროკავშირის დღეები ფილმის ჩვენებით 2 ივნისს დასრულდება.