განათლება
გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში განახლდება სწავლა საკლასო ოთახებში

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებში, პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 80% თუ იქნება აცრილი, შესაძლებელია, დასწრებული სწავლება დაიწყოს.

თუმცა, როგორც მან ვებინარზე აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სწავლის დაწყების რეკომენდაციის გაცემა გაუჭირდება.

„ჩვენი მონაცემებით, სკოლის პედაგოგების 30%-ია აცრილი. თუმცა, განათლების სამინისტრომ ჩაატარა გამოკითხვა და ამბობენ, რომ ეს მონაცემი არის 40%-მდე. ჩვენი მონაცემები ორი კვირის წინანდელია და კარგია, რომ ეს 40%-ია. ჩვენ ვუწოდებდით სკოლებს, თუ იქ მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 80% იქნება აცრილი, იქ შესაძლებელია და პირიქით უნდა წავახალისოთ, რომ იქ დაიწყოს დასწრებული სწავლება. მე რამდენჯერმე ვთქვი და გავიმეორებ, თუ ეპიდსიტუაცია ისეთი იქნა, როგორიც დღესაა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყების თაობაზე“,
- განაცხადა გამყრელიძემ.

 

| Print |