განათლება
"დისტანციური სწავლება ხელს უწყობს დაკარგული თაობის ჩამოყალიბებას" - გაეროს ბავშვთა ფონდი
„ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სკოლა გაიხსნას და ბავშვებმა განათლება მიიღონ საკლასო ოთახებში“, - აცხადებს ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. მისი თქმით, ქვეყანაში ბევრ მოსწავლეს ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე, ამიტომ დისტანციური სწავლება ხელს უწყობს ასეთი ბავშვების მარგინალიზებას და დაკარგული თაობის ჩამოყალიბებას.

დღეს საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ სასწავლო წელი დისტანციურად განახლდება. ორი დღის წინ კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და იუნისეფმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ყველა ქვეყანას მოუწოდებდნენ, რომ სკოლები არ დაეკეტათ.

| Print |