ლიკა, საბა, ანანო - აბიტურიენტები ახალციხიდან, რომლებმაც 100%-იანი გრანტი მოიპოვეს
16:54 / 04.09.2021
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი 1 011-მა აბიტურინეტმა მოიპოვა. მათ შორის არიან ახალციხელი კურსდამთავრებულები, რომლებიც უმაღლესი ქულების წყალობით სასურველ უნივერსიტეტში სწავლას უფასოდ შეძლებენ.
საერთაშორისო ურთიერთობები, კომპიუტერული მეცნიერებები, ფსიქოლოგია - ახალციხელ მოსწავლეებს ქვეყნის წამყვან სასწავლებლებსა და მოთხოვნად ფაკულტეტებზე მოხვედრა, დიდი კონკურენციის მიუხედავად, არ გასჭირვებიათ.