განათლება
სკოლებში ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო
სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. გამონაკლისია პირველკლასელები, რომლებიც სწავლას საკლასო ოთახებში, ოთხი ოქტომბრიდან დაიწყებენ. 

სწავლის ონლაინ რეჟიმში განახლების გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 31 აგვისტოს გამოაცხადა.

მათივე გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა.

“სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებსაც”, - განაცხადა 31 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.
| Print |