განათლება
მოსწავლეთა დასვენების დღეები 2021-22 სასწავლო წელს
ოფიციალურად, 2021 წელს სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდა და 15 ივნისს დამთავრდება. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი - 27 მაისს დასრულებს სწავლას.

2021-2022 სასწავლო წლისთვის მოსწავლეები დაისვენებენ შემდეგ დღეებში:
14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა
23 ნოემბერი - გიორგობა
7 იანვარი - შობა
19 იანვარი - ნათლისღება
3 მარტი - დედის დღე
8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ზამთრის არდდეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. საგაზაფხულო არდადეგები კი 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის შემდეგი ორშაბათი). აღდგომა 24 აპილსაა, შესაბამისად მოსწავლეები 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.
| Print |