განათლება
მოსწავლეები დღეს სკოლებს დაუბრუნდნენ
თითქმის 3-კვირიანი ონლაინფორმატში სწავლების შემდეგ, მოსწავლეები დღეს სკოლებს უბრუნდებიან. უწყებათაშორისი საბჭოს ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველკლასელთათვის.

სწავლის დაწყებამდე, ბავშვების უსაფრთხოებისთვის, ყველა სკოლამ ვაქცინირებული თანამშრომლებისა და მშობლების შესახებ ინფორმაცია შეკრიბა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის შენობებში სწავლის დასაწყებად საქართველოს ყველა სკოლა სრულ მზადყოფნაშია.

საკლასო ოთახებში მოსწავლეების მისაღებად, სხვა სასწავლებლების მსგავსად, სრულ მზადყოფნაშია ახალციხის მუნიციპალიტეტი. 38 საჯარო და 1 კერძო სკოლის სადაც 6523 მოსწავლე სწავლობს, მათგან 569 პირველკლასელია.

,,ყველა პირველკლასელს ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას, ასევე, ყველა მოსწავლეს, რომელიც დაუბრუნდება სასწავლო პროცესს საკლასო ოთახში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა სკოლა არის მზად იმისთვის, რომ დაიცვას ყველა ის რეგულაცია და წესი, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, ასევე აღჭურვილია ყველა იმ საჭირო რესურსით, რაც კოვიდ პანდემიის დროს ჰიგიენა-სანიტარიის კუთხით არის მნიშვნელოვანი იყოს დაცული,“ - აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე.

4 ოქტომბრიდან საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სწავლის პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. სააღმზრდელო პროცესი აღდგა საბავშვო ბაღებშიც.

მათივე ინცორმაციით, სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის თავიდან აცილებასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. სკოლებში პირბადის ტარება ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება.

| Print |