განათლება
5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა
ხუთ ოქტომბერს, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ თარიღის დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. როგორც დამფუძნებლებმა განმარტეს, მათი ინიციატივა მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღე პირველად 1994 წლის 5 ოქტომბერს აღნიშნეს.

იუნესკოს თანახმად, ამ თარიღის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
| Print |