განათლება
მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე პედაგოგების 54%-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა
მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე გასული 5 340 მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლიდან 2 886-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციის თანახმად, საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე წელს, სულ 7 327 პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო დარეგისტრირებული, თუმცა მონაწილეობა მიიღო 5 340-მა.

რაც შეეხება პროფესიული უნარების გამოცდას, 2021 წელს სულ 5 912 პრაქტიკოსი მასწავლებელი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 4 137, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 2 365-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა ვერ გადალახა.
| Print |