განათლება
სტუდენტთა 5%-იც კი არ არის აცრილი - მაკა ბერიძე
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსისტეტმა სწავლება შერეულ ფორმატში განაახლა, თუმცა ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობის გამო, უნივერსიტეტი მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ამ გადაწყვეტილების მიზანი სტუდენტთა საჭიროების გათვალისწინება, მათთვის უსაფრთხო პირობების შექმნა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობაა.

,,ჩვენ უნივერსიტეტში, სხვადასხვა საფეხურზე 1800-მდე სტუდენტი სწავლობს. სამწუხაროდ, ძალიან დაბალია ვაქცინირებულ სტუდენტთა რაოდენობა, ჯამში 5%-მდეც კი არ არის აცრილი. თუმცა ერთი რამ უცვლელია, ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი. მთავარ საკითხად მივიჩნევთ, რომ სტუდენტებს როგორმე მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია. მზად ვართ უნივერსიტეტშიც შევქმნათ ვაქცინაციის პუნქტები. უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, ჩვენი ვალდებულებაა რომ სტუდენტებისთვის სასწავლო გარემო იყოს უსაფრთხო, ამიტომ ვრჩებით ონლაინრეჟიმზე“ - აცხადებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე.

მაკა ბერიძის აზრით, სტუდენტების აუცრელობის მიზეზად სამი ძირითადი საკითხი სახელდება - ოჯახური გადაწყვეტილება, რელიგიური მოტივაცია და აცრის შიში. 

რაც შეეხება ლექტორ-მასწავლებლებს, რექტორის თქმით ,,აკადემიური პერსონალის 90% აცრილია და აბსოლუტურად მზად არის აუდიტორული სწავლებისთვის".
| Print |