განათლება
სამცხე-ჯავახეთში 30 სკოლა დისტანციურად სწავლობს
სამცხე-ჯავახეთში საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების ნაწილი დისტანციურად სწავლობს. სრულ ონლაინ სწავლებაზეა 16 სკოლა, ნაწილობრივ კი - 14 სკოლის 65 კლასი. ასევე დაიხურა 8 ბაღი, ხუთ საბავშვო ბაღში კი 8 ჯგუფი.

ადიგენის მუნიციპალიტეტში ნაწილობრივ დისტანციურ სწავლებაზეა ორი სკოლის სამი კლასი, ასევე ერთი საბავშვო ბაღის ჯგუფი.

ასპინძის მუნიციპალიტეტში ნაწილობრივ დისტანციურ სწავლებაზეა ექვსი სკოლის 27 კლასი. დახურულია ორ ბაღში თითო ჯგუფი.

ახალციხის მუნიციპალიტეტში სრულად ონლაინ სწავლებაზეა ხუთი სკოლა, ასევე სამი სკოლის 27 კლასი. დახურულია სამი საბავშვო ბაღი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ონლაინ სწავლობენ 10 საჯარო სკოლის მოსწავლეები. სამი საბავშვო ბაღი დახურულია, ერთ ბარში კი მხოლოდ ერთი ჯგუფი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში დისტანციურ სწავლებაზეა ერთი სკოლა, ორ სკოლაში კი - შვიდი კლასი. დახურულია ერთი საბავშვო ბაღის ექვსი ჯგუფი.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ონლაინ სწავლობს ერთი სკოლის ორი კლასი. სრულად დაიხურა ორი ბაღი.
| Print |