განათლება
დისტანციურ სწავლებაზე 172 სკოლა, 408 კლასი და 196 მასწავლებელი იმყოფება
ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის დისტანციურ სწავლებაზე 172 სკოლა და 408 ცალკეული კლასი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე რისკის ჯგუფის 196 მასწავლებელი იმყოფება.

„ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი. დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 172 სკოლა და ცალკეული 408 კლასი. სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 196 მასწავლებელი.

სტაბილური ვითარება ნარჩუნდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 1%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.4%-ს.

ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70%“,
- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |