განათლება
ადიგენის სამ სოფელში ახალაშენებული სკოლები გაიხსნა
ადიგენის სამ სოფელში ახალაშენებული სკოლა გაიხსნა. ბენარაში, ბოლაჯურსა და ღორთუბანში დღეიდან სწავლა ახალ შენობებში გაგრძელდება, რომელიც შშმ პირებისთვის არის ადაპტირებული. აქედან ორი სკოლა არის 150 ბავშვზე გათვლილი, ერთი სკოლა კი 60 მოსწავლეზე.

გახსნას მუნიციპალური განვითარების ფონდისა და რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სკოლების მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში განხორციელდა.

| Print |