განათლება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა

 

სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 13 დეკემბერს დაიწყო. აპლიკანტს განცხადების წარდგენა 24 დეკემბრის ჩათვლით შეუძლია როგორც კანცელარიაში, ისე ელექტრონულ ფოსტაზე.

მოქმედი რექტორი მაკა ბერიძე, რომელსაც ოთხწლიანი ვადა ეწურება ამბობს, რომ კონკურსში თავადაც მიიღებს მონაწილეობას და პოსტის დაკავებას მეორე ვადით შეეცდება. ის განაცხადის შეტანას ორშაბათს, 20 დეკემბერს გეგმავს. 

რექტორობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ, სასწავლო და სამეცნიერო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ოთხი წლის ვადით.
შრომის ანაზღაურება აღნიშნულ შეადგენს 2 095 ლარს.

„რექტორი არის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნითა და გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები“, - წერია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

 

| Print |