განათლება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში ერთი კანდიდატი მონაწილეობს
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა. არჩევნებში მხოლოდ მოქმედი რექტორი მაკა ბერიძე მონაწილეობს, რომელსაც ოთხწლიანი ვადა ეწურება და პოსტის დაკავებას მეორე ვადით შეეცდება. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით. რვა წევრიდან 5-ის ხმაა საჭირო, რომ კანდიდატი არჩეულად ჩაითვალოს.

არჩევნები 31 იანვარს გაიმართება. მანამდე კი აკადემიური საბჭო მაკა ბერიძის სამოქმედო გეგმას განიხილავს, რომელიც უკვე წარადგინა. რექტორობის კანდიდატი აპირებს, რომ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბროს სტუდენტებთან და აკადემიურ პერაონალთან. მაკა ბერიძის თქმით, მისი მიზანი მიღწეული შედეგების განმტკიცება და განვითარებაა.

| Print |