განათლება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორი აირჩიეს
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ჩატარდა.

უმაღლესი სასწავლებლის მმართველის პოსტი მეორე ვადით მაკა ბერიძემ დაიკავა. ის უნივერსიტეტის რექტორად მომავალი ოთხი წლის განმავლობაში იმუშავებს.

მაკა ბერიძე ერთადერთი კანდიდატი იყო. მან რვაკაციანი აკადემიური საბჭოს ყველა წევრის ხმა მიიღო. არჩევნებამდე აკადემიურმა საბჭომ მაკა ბერიძის სამოქმედო გეგმა განიხილა.

რექტორის მიზანი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მიღწეული შედეგების განმტკიცება და განვითარებაა.

| Print |