განათლება
სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სკოლები ონლაინ სწავლის რეჟიმზე არ გადავა.

„სასწავლო პროცესი გაგრძელდება იმ ფორმატში, რა ფორმატშიც ახალ მიმდინარეობს. ჰიბრიდული რეჟიმით სკოლები არიან კარგად მომზადებული იმისთვის, რომ ეს პროცესი მართონ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში ვირუსის მართვაზე კონტროლი მაქსიმალურად მკაცრად მიმდინარეობს.

„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე, მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას.
| Print |