განათლება
კორონავირუსის გავრცელების გამო, ახალციხეში ბაღების ნაწილი დაიკეტა
ახალციხის მუნიციპალიტეტში, 28 საბავშვო ბაღიდან, კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ექვსი დროებით დაიკეტა. აქედან სამი ქალაქის ბაღია, სამი კი სოფლების.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის თქმით, ვირუსი გეგმური ტესტირების დროს აღმზრდელებს დაუფიქსირდათ. საბავშვო ბაღები აღსაზრდელების მიღებას რვა დღის შემდეგ დაიწყებენ.

“როგორც ჩანს, ბავშვებს ტესტებზე იმდენად არ ატარებენ, პერსონალს გეგმური ტესტირების დროს უფიქსირდებათ და მაგის მიხედვით ვიქცევით, წერტილოვანი შეზღუდვა დავაწესოთ თუ ბაღი დავკეტოთ“
, - გვითხრა მარინა მერაბიშვილმა.
| Print |