განათლება
სამცხე-ჯავახეთში დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რაოდენობა შემცირდა
კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, სამცხე-ჯავახეთის კოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეული სისტემით მიმდინარეობს. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისათვის რეგიონში, სრულ დისტანციურ სწავლებაზე გადასულია 5 საჯარო სკოლა, ნაწილობრივ ონლაინ ფორმატზე კი 4 სკოლის კლასების ნაწილი. სულ - 20 კლასი.

მიდინარე თვის მეორე ნახევარში დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რაოდენობა შემცირებულია. 7 თებერვლის მონაცემებით, სრულად ონლაინ რეჯიმში 48 სკოლა იყო გადასული, 12 სკოლაში კი კლასების ნაწილი - 74 კლასი.

შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც კორონავირუსი ფიქსირდება, დისტანციურ სწავლებაზე ერთი კვირით გადადის.

ასევე ნახეთ:

| Print |