განათლება
I კლასში ჩასარიცხი მოსწავლეების რაოდენობის განსაზღვრისთვის სკოლებს ვადა მიეცათ
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2022-2023 სასწავლო წლისთვის, I კლასში ჩასარიცხი მოსწავლეების რაოდენობის განსაზღვრისთვის სკოლებს კონკრეტული ვადა მიეცათ.

საქართველოს საჯარო სკოლებმა პირველკლასელთა რაოდენობა სასწავლო წლის სექტორების, ცვლილებისა და სასწავლო შენობების შესაბამისად უნდა განსაზღვრონ.

მიხეილ ჩხენკელის ბრძანების თანახმად, საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის ვადა სკოლებს 2022 წლის 1-ელი მარტიდან 11 ს ჩათვლით აქვთ.
| Print |