ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ მოსწავლეებს სემინარი ჩაუტარა
არასრულწლოვნებში  დანაშაულის პრევენციის მიზნით, ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა.  პროკურორის მოადგილემ დავით ჯინჭველაძემ, პირველ  საჯარო სკოლაში, უფროსკლასელებთან  ლექცია-სემინარი ჩაატარა. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეთა სასურველ კითხვებს პროკურატურის წარმომადგენელმა უპასუხა. დავით ჯინჭველაძის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან მის მიზანს ახალგაზრდების ჯანსაღ ცხოვრებაზე ორიენტირება წარმოადგენს. მისივე თქმით, ანალოგიური სახის ლექცია–სემინარები ახლო მომავალში  ადიგენისა და აბასთუმნის  საჯარო სკოლებშიც ჩატარდება. ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში გამართული შეხვედრა პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც 2008 წლიდან ხორციელდება.

| Print |