განათლება
საქართველოს სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული 590 მოსწავლე ჩაირიცხა
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან საქართველოში ჩამოსული 590 მოსწავლე საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა. მათ შორის 140 მოსწავლე - სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის N41 საჯარო სკოლის უკრაინულ სექტორზე ჩაირიცხა.

ამასთან, ჩარიცხული მოსწავლეების გადანაწილება რეგიონულ ჭრილში ასეთია; სამცხე-ჯავახეთი - 9; აჭარა - 213; გურია - 4 ; თბილისი - 284; იმერეთი - 23; კახეთი - 6; რაჭა-ლეჩხუმი - 1; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 12;  ქვემო ქართლი - 31; შიდა ქართლი - 7.
| Print |