განათლება
ახალქალაქში ეთნიკურად სომეხ ახალგაზრდებს ყალბი ინფორმაციის ამოცნობას ასწავლიან

სამცხე-ჯავახეთში, 25-მდე ახალგაზრდას ყალბი ინფორმაციის ამოცნობას ასწავლიან. პროექტის პრეზენტაცია ახალქალაქში გაიმართა. ადგილობრივ უფროსკლასელებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებული მართალი და არასწორი ფაქტების გარჩევაში ექსპერტები დაეხმარებიან.

პროექტს "მედეგი ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ“, ახორციელებს "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი", პოლონეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ახალქალაქში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა კრიტიკული მასის შექმნას, რომლებიც აცნობიერებენ დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის რისკებს, გააუმჯობესოს ეთნიკური უმცირესობების ცოდნა რუსეთის მიერ გამოყენებული დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ პოლონეთის ელჩი საქართველოში, ექსპერტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
| Print |