განათლება
განათლების მინისტრის მოადგილემ ახალციხეში „ჰორიზონტი ევროპის“ ოფისი გახსნა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ ოფისი გაიხსნა. ცერემონიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი დაესწრო. მისი თქმით, „ჰორიზონტი ევროპის“ ოფისი უნივერსიტეტის სამეცნიერო აკადემიურ სივრცეს, განვითარებისთვის არაერთ შესაძლებლობას მისცემს.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილი ოფისი ეროვნული ქსელის ერთ-ერთი რგოლია. ეროვნული ოფისი, რომელიც თბილისში მდებარეობს ბრიუსელის სათავო ოფისს ექვემდებარება. იგი უზრუნველყოფს, როგორც საინფორმაციო კამპანიებს, ასევე, მსურველებს დაეხმარება გადამზადებაში.

„ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამა 2021 წელს დაიწყო, რომელსაც საქართველო მიხეილ ჩხენკელის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით შეუერთდა. პროგრამა 2027 წლის ჩათვლით გაგრძელდება.
| Print |