განათლება
ადამიანის უფლებების დაცვა და გამოწვევები - შეხვედრა უნივერსიტეტში

„საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი“ -
ამ საკითხზე, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ომბუდსმენის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიში წარადგინა. ასევე ისაუბრა მათი მანდატის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო საქართველოში ადამიანის უფლებათა სამართლის სწავლებას უმაღლესი განათლების საფეხურზე.

სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით შედგა.
| Print |