განათლება
სოფელ კლდის ბაღის აღმზრდელმა კონკურსში გაიმარჯვა

სოფელ კლდის საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელმა, თამარ გოქაძემ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსში “მწვანე ჯილდო”, მესამე ადგილი დაიკავა. გამარჯვებულები დღეს, 5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს გამოვლინდნენ.

„მწვანე ჯილდოს” კონკურსში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით, დაწყებითი საფეხურის ნებისმიერ პედაგოგს და ასევე საბავშვო ბაღის აღმზრდელს/მეთოდისტს შეეძლო.

კონკურსის მიზანია, მასწავლებლებს აუმაღლოს გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლების მოტივაცია და მისცეს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საშუალება.

| Print |