განათლება
ზარზმის აკადემიამ ოლიმპიადის მონაწილეები დააჯილდოვა

საქართველოს ზარზმის მონასტრის ფონდმა “სავანემ “, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის საჯარო სკოლების მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე კლასელებისთვის მათემატიკაში ოლიმპიადა ჩაატარა. თითოეული კლასიდან საუკეთესო შედეგის მქონე 5 მოსწავლე გამოვლინდა.

გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. საღამო ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა დაასრულეს.

საქართველოს ზარზმის მონასტრის ფონდი “სავანე“ 2007 წელს დაფუძნდა, ხოლო „ზარზმის ბავშვთა აკადემია“ 2019 წლიდან ფუნქციონირებს. აკადემია მოსწავლეებს მათემატიკას და ფიზიკას გაძლიერებული პროგრამით უფასოდ ასწავლის. აკადემიის დასრულების შემდეგ კი მოსწავლეებს შანსი აქვთ ისწავლონ ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლაში.
| Print |