განათლება
ბაკურიანმა გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს ექვსი ქვეყნიდან უმასპინძლა

 

36-მა ახალგაზრდამ ექვსი ქვეყნიდან ბაკურიანში, საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში "ლურჯი გულები" მიიღო მონაწილეობა. 18-დან 30 წლამდე პირებს საქართველოდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ლიეტუვადან, სომხეთიდან და თურქეთიდან საშუალება ჰქონდათ წარმოეჩინათ თავისი ქვეყნის კულტურა და ტრადიციები.

გაიმართა სემინარები, უცხო ენის გაკვეთილები, სპორტული და ინტელექტუალური აქტივობები.

პროექტის მიზანი რეგიონში მშვიდობის დამყარება, მისი განმტკიცების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაცია და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძიება იყო.

პროგრამამ უმასპინძლა ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანდრიუს კალინდრას, რომელმაც ახალგაზრდებთან ერთად განიხილა ლიეტუვასა და საქართველოს შორის არსებული ახლო ურთიერთობები, ასევე ევროკავშირისა და ლიეტუვის როლზე რეგიონში არსებული კონფლიქტების გადაჭრის კუთხით.

პროექტი "ქართველი ახალგაზრდების განვითარების ასოციაციისა" და ლიეტუვური ორგანიზაცია ტრაკაის რეგიონის ახალგაზრდული ასოციაციის თანამშრომლობით განხორციელდა. დაფინანსდა ევროკავშირის და ლიეტუვის მხარდაჭერით.

 

| Print |