განათლება
გამოცდაზე დღეს 42 პედაგოგი და 1 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტებმა ტესტები ბიოლოგიაში წერეს, მასწავლებლებმა კი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და სომხურ ენაში.

ახალციხის საგამოცდო ცენტრის მონაცემებით, გამოცდაზე რეგიონის მასშტაბით 55 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, აქედან 1 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. რაც შეეხება პედაგოგებს - სიაში 445 პირი იყო, მათგან 42 არ მივიდა. საგამოცდო ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, გამოცდიდან მოხსნის და დაგვიანების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მისაღები გამოცდები ხვალ გეოგრაფიაში ჩატარდება. ერთიანი ეროვნული გამოცდები კი 22 ივლისს სამოქალაქო განათლების საგნით დასრულდება.
| Print |