განათლება
აპლიკანტებისთვის, რომლებმაც გამოცდა COVID-19-ის გამო ვერ ჩააბარეს, დამატებითი სესია ჩაინიშნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე საგანში დამატებითი სესიის ჩატარების თარიღი განსაზღვრა. ცენტრის ინფორმაციით, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც COVID-19-ის დადასტურების გამო, სესიებზე დასწრება ვერ შეძლეს, გამოცდებს 24 ივლისს ინგლისურში, რუსულში, ქიმიასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი გამოცდა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ჩატარდება.

ახალციხის საგამოცდო ცენტრში, დამატებით სესიაზე, მხოლოდ ერთი აბიტურიენტია რეგისტრირებული, რომელიც გამოცდას 24 ივლისს ინგლისურ ენაში ჩააბარებს. 

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მონაწილე პირებისთვის, რომლებმაც ასევე COVID-19-ის დადასტურების გამო ვერ შეძლეს გამოცდებზე დასწრება, დამატებითი სესია 24 ივლისს გაიმართება.

"გაითვალისწინეთ, რომ გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს ცხრილში მითითებულ დროსა და ადგილას. სხვა გამოცდების დამატებითი სესიების თაობაზე ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება" - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოსაცდელთა სია მათი საიდენტიფიკაციო ნომრით და დეტალური ინფორმაცია გამოცდის ჩატარების შესახებ
| Print |