განათლება
გამოსაშვებ ცერემონიაზე მანტია და ქუდი 190–მდე სტუდენტმა მოირგო

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში წლევანდელი კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.

მანტია და ქუდი 190–მდე სტუდენტმა მოირგო. უნივერსიტეტის რექტორმა კურსდამთავრებულებს უმაღლესი სასწავლებლის დასრულება მიულოცა. გამოსაშვებ საღამოზე ასევე დაჯილდოვდა რვა წარმატებული კურსდამთავრებული.

მადლობის სიგელი გადაეცა სკოლებს, რომლებმაც წარმატებული კურსდამთავრებულები აღზარდეს და ასევე ბიზნესის ადმინისტრირების დეკანს, პროფესორ გიორგი (გივი) ბუცხრიკიძეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი მოღვაწეობისა და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, უნივერსიტეტის ეზოში კურსდამთავრებულებმა ქუდები ჰაერში აისროლეს.
| Print |