განათლება
ახალციხელმა აბიტურიენტებმა ქართული ენის გამოცდაზე უმაღლესი ქულები აიღეს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა აბიტურიენტთა ნაშრომებისა და ქულების გამოქვეყნება დაიწყო. დღეს პირველადი შედეგები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში, ასევე ოსური ენის გამოცდაში გამოქვეყნდა.

ახალციხელმა აბიტურიენტებმა მათე ნებაძემ და თეკლა კუბლაშვილმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური 60 ქულიდან 59 ქულა მოიპოვეს. ხოლო ასპინძელმა მარიამ მაგრაქველიძემ და ახალციხელმა თათია თათოშვილმა კი 60-დან 58 ქულა აიღეს.

აბიტურიენტების თქმით, გამოცდა საშუალო სირთულის იყო, რასაც ემოციური ფონი ემატებოდა.მოპოვებულ უმაღლეს ქულებს კი ნაწილობრივ ელოდნენ.

| Print |