განათლება
ახალციხელმა აბიტურიენტებმა უმაღლესი ქულები ამჯერად უცხოური ენების გამოცდაში დაიმსახურეს
უცხოური ენების გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ახალციხელმა და ასპინძელმა აბიტურიენტებმა უმაღლესი ქულები ამჯერად უცხო ენაში დაიმსახურეს. ასპინძელმა მარიამ მაგრაქველიძემ ინგლისური ენის გამოცდაში უმაღლესი, 80 ქულა მოიპოვა. დათა ლომიძემ, თათია თათოშვილმა და სალი ტაბატაძემ უცხოური ენის გამოცდაზე მაქსიმალური 80 ქულიდან 78 ქულის მოპოვება შეძლეს. თამარ ლევიშვილმა და თეკლა მანველიშვილმა 77 ქულა აიღეს, ნოდარ თათოშვილმა და ნინო ფარცახაშვილმა კი 80 დან 75 ქულა დაიმსახურეს.

"გამოცდა იყო ისეთივე სირთულის როგორც აქამდე, დაახლოებით ამ ქულას ველოდი, თუმცა ტექნიკურმა ხარვეზმა ყველა აბიტურიენტს შეუშალა ხელი, საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ" - აცხადებს "მეცხრე არხთან" თამარ ლევიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხელმა აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაშიც მაქსიმალური ქულები მოიპოვეს.
| Print |