განათლება
ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო. აპლიკანტებს ელექტრონულად დარეგისტრირება ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად შეუძლიათ. რეგისტრაცია 25 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

ახალციხის მერიის ინფორმაციით, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დასარეგისტრირებელი ბავშვი, 30 სექტემბრის ჩათვლით, უნდა იყოს არანაკლებ ორი წლის.

რეგისტრაციის ფორმის შევსება სასურველი საბავშვო ბაღის მისამართზე მოხდება, (პრიორიტეტი ენიჭება იმ ოჯახებს, რომელიც დარეგისტრირებულია ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე).

რეგისტრაცია შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში მოხდება:

  • ბაგის ჯგუფი - 2-დან 3 წლამდე (დაბადების თარიღი 30.09.2020 წლამდე)
  • ბაღის ჯგუფი - 3-დან 4 წლამდე (დაბადების თარიღი 30.09.2019 წლამდე, ვაკანტური ადგილების შემთხვევაში)
  • ბაღის ჯგუფი -4-დან 5 წლამდე (დაბადების თარიღი 30.09.2018 წლამდე, ვაკანტური ადგილების შემთხვევაში)
  • სასკოლო-მზაობის ჯგუფი 5 წლიდან(დაბადების თარიღი 30.09.2017 წლამდე, ვაკანტური ადგილების შემთხვევაში)

ასაკობრივი ჯგუფის არასწორად მითითების შემთხვევაში, სისტემაში საბუთების გადამოწმების შემდეგ, აღსაზრდელი რეგისტრაციიდან მოიხსნება.

იმ შემთხვევაში თუ ოჯახი არ არის რეგისტრირებული სასურველი საბავშვო ბაღის მისამართზე, მაგრამ სარგებლობს პრიორიტეტით და ვერ მოასწრო დარეგისტრირება უნდა გამოცხადდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, წარადგინოს პრიორიტეტის სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის შემდეგაც სასურველ ბაღში დარეგისტრირებას შეძლებს.

ვის შეუძლია პრიორიტეტით სარგებლობა, შეგიძლიათ ნახოთ აქ.
| Print |