განათლება
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს. როგორც ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების წაშლისა და დამატების საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.

"კონკრეტული თარიღის შესახებ ინფორმაცია დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება ცენტრის ვებ და „ფეისბუქ“ გვერდებზე.

პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში ეწვიეთ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდს.

თუ გსურთ არჩეული პროგრამის სხვა საფეხურზე გადატანა, წაშალეთ ის და კურსორი დააყენეთ იმ პროგრამასთან, რომლის შემდეგაც გინდათ მისი ჩასმა. ჩაწერეთ კოდი და მიეცით ბრძანება-დამატება.

აუცილებლად დაიმახსოვრეთ მონაცემები. შენახვის ღილაკის გამოყენების გარეშე ცვლილებები სისტემაში არ აისახება.

გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენმა აბიტურიენტმა აირჩია ის პროგრამა, რომელიც თქვენს რეიტინგულ სიაშია მითითებული, მოცემულია აბიტურიენტის სარეგისტრაციო გვერდის ბმულზე: კონკურსი პროგრამებზე.

პროგრამის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ: აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);

გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი; მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები; საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;

საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასური; თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრ
ამის მიხედვით. გახსოვდეთ, თქვენ მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ არის”, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |