განათლება
აბიტურიენტები საგანმანათლებლო პროგრამების ცვლილებას დღეს 18:00 საათამდე შეძლებენ
აბიტურიენტებს, საგანმანათლებლო პროგრამების წაშლისა და დამატების საშუალება დღეს, 18:00 საათამდე აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"აბიტურიენტებს, საგანმანათლებლო პროგრამების წაშლისა და დამატების საშუალება დღეს, 18:00 საათამდე აქვთ. პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში აბიტურიენტებმა საკუთარი სარეგისტრაციო გვერდი უნდა გამოიყენონ.

პროგრამის არჩევისას, დაინტერესებულმა პირებმა ყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგ ფაქტორებს: აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა, გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები; საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა, ასევე პროგრამის სწავლის საფასური."
- ვკითხულობთ განცხადებაში.
| Print |