განათლება
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდება
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ინფორმაციაში ნათქვამი, რომ შედეგები 12:00 საათზე გახდება ცნობილი.

„დღეს, 30 აგვისტოს, 12:00 საათზე გამოქვეყნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე).

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online2.naec.ge/uee-res/ , შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. გისურვებთ წარმატებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |