განათლება
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა 12 სექტემბერს დაიწყება

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება. საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა 12 სექტემბერს დაიწყება. ორშაბათიდან ადმინისტრაცია პირველკურსელებს ერთკვირიან, გაცნობითი ხასიათის პროგრამას სთავაზობს.

სწავლა ყველა ფაკულტეტზე დასწრებული ფორმატით, აუდიტორიებში დაიწყება. ერთიანი ეროვნული გამოცდებით უნივერსიტეტში 313-მა აბიტურიენტმა ჩააბარა.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 290 ადგილიდან, 262 - პირველკურსელებმა აითვისეს. დარჩენილ ადგილებს კი მობილობით გადმოსული სტუდენტები გაინაწილებენ.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების და სამართალმცოდნეობის გარდა, ყველა სპეციალობა სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული.

1+4 პროგრამაზე სომხური სკოლის 51 კურსდამთავრებული ჩაირიცხა. რექტორის თქმით, სხვა რეგიონებიდან სტუდენტების ჩამოსვლას საერთო საცხოვრებლის არქონა აფერხებს.

| Print |