განათლება
ახალციხელი გოგონების გუნდმა საქართველოს მასშტაბით წარმატება მოიპოვა
ახალციხელი გოგონების გუნდმა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გამართულ იდეათონში წარმატება მოიპოვა. "ჰელფინგ ჰენდსმა" საქართველოს მასშტაბით, მეორე ადგილი დაიკავა

იდეათონი სახელწოდებით, "სოციალური ცვლილებებისთვის" 10 სექტემბერს გაიმართა. ახალციხის გუნდის თემა "დეზინფორმაცია და ფეიკ ნიუსი" იყო. თემის საუკეთესოდ წარდგენისთვის მარიამ სამსონიძემ, მარეხი ოთანაძემ, მარიამ ტაბატაძემ, თათია ივანიძემ და თათია ინასარიძემ იმუშავეს. 

სამომავლოდ გუნდი დეზინფორმაციასთან საბრძოლველად კლუბის ჩამოყალიბებას გეგმავს.
| Print |