განათლება
ახალციხეში ახალმა საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება დაიწყო

ქალაქ ახალციხეში საბავშვო ბაღი გაიხსნა. რუსთაველის ქუჩაზე ახალაშენებულმა მე-7 საბავშვო ბაღმა მუშაობა დღეს დაიწყო.

საბავშვო ბაღის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა. პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების, ორსართულიანი შენობა, რომელიც 180 აღსაზრდელზეა გათვლილი.

ბაღში 30-მდე თავისუფალი ადგილია დარჩენილი. შენობაში მოეწყო ოთახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო და სველი წერტილები, საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ჯგუფები, გასახდელები და საძინებლები საჭირო ინვენტარით და ავეჯით, „world vision საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით აღიჭურვა.

ახალ შენობაში პირველი ბაგა და მეოთხე, ე.წ. ჯაყელის საბავშვო-ბაგა ბაღის ერთი ჯგუფი გადავიდა. მეშვიდე ბაღს თამარ პეტროსიანი უხელმძღვანელებს, მოადგილის პოზიციას მარინა თოთაძე დაიკავებს.
| Print |