განათლება
საბავშვო ბაღების ჭურჭლითა და სათამაშოებით მომარაგებისათვის 9500 ლარამდე გამოიყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის 8 საბავშო ბაღი სათამაშოებითა  და ჭურჭელით მომარაგდა. ამასთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობიდან, დაახლოებით, 9 500 ლარი გამოიყო. თემის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორის თქმით, დაწესებულებების  18 ჯგუფს, მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე, 34 დასახელების, ერთნაირი სახეობისა და რაოდენობის სათამაშო გადაეცემა. ლელა ოქრომელიძე განმარტავს, რომ სათამაშოების გარდა, ბაღებში  ნიკელის ჭურჭელსა და სადეზინფექციო საშუალებებსაც  შეიტანენ. მათი შეძენა, დაწესებულებამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც  სურსათის უვნებლობის სამსახურმა,  კვების ბლოკებთან დაკავშირებით, ახალციხის საბავშვო ბაღებს მითითება მისცა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 8 საბავშო ბაღი სათამაშოებითა  და ჭურჭელით მომარაგდა. ამასთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობიდან, დაახლოებით, 9 500 ლარი გამოიყო. თემის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორის თქმით, დაწესებულებების  18 ჯგუფს, მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე, 34 დასახელების, ერთნაირი სახეობისა და რაოდენობის სათამაშო გადაეცემა.

ლელა ოქრომელიძე განმარტავს, რომ სათამაშოების გარდა, ბაღებში  ნიკელის ჭურჭელსა და სადეზინფექციო საშუალებებსაც  შეიტანენ. მათი შეძენა, დაწესებულებამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც  სურსათის უვნებლობის სამსახურმა,  კვების ბლოკებთან დაკავშირებით, ახალციხის საბავშვო ბაღებს მითითება მისცა.


| Print |